Belive

ლივერპულის ვეტერანი მეკარე: "მამარდაშვილს დრო სჭირდება"

2 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლივერპულის ვეტერანი მეკარე, ბრედ ფრიდელი, საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის და ალისონ ბეკერთან მისი კონკურენციის შესახებ საუბრობს.

"დიახ, მას შემდეგ, რაც ალისონი ლივერპულს დატოვებს, გუნდმა მეკარის შემცვლელზე უნდა იფიქროს, თუ ეს პროცესი მათ უკვე დაწყებული არ აქვთ.

რამდენად კარგი შეიძლება იყოს მამარდაშვილი? რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ჩვენ ბევრ მატჩში გიორგი არ გვინახავს გიორგი და რა მონაცემებიც გვაქვს, მას ნამდვილად დრო დასჭირდება", - ამბობს ბრედ ფრიდელი.

გიორგი მამარდაშვილს ამ სეზონში ლივერპულის შემადგენლობაში 13 მატჩში აქვს ნათამაშები და 3-ჯერ კარი მშრალად შენახული. ალისონის ტრავმის პირობებში, სეზონის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში გუნდის კარის დაცვა ქართველ მეკარეს მოუწევს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს პირისპირ.

სხვა სტატიები