Belive

მნიშვნელოვანი მატჩი ბულგარეთში: ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს უახლოვდება

10 საათის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლისთვის იბრძვის. ჩვენი გუნდი 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში იმყოფება და მეოთხე ტურში ბულგარეთს სტუმრად უნდა შეხვდეს.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილ გუნდს შოთა თოფურია უბრუნდება, რომელმაც თბილისური მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. საქართველოს ნაკრები ბულგარეთში შემდეგი 15 ფეხბურთელით გაემგზავრა.

მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)

წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია, თბილისი), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, თბილისი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)

საქართველოს ნაკრები სამი ტურის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, ჯგუფური ეტაპის 10 გამარჯვებული და 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

მატჩი ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში, 4 თებერვალს უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 20:00 საათზე უნდა დაიწყოს, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხზე იქნება შესაძლებელი.

სხვა სტატიები