La Republica: "კვარას მსგავსი ჩემპიონის ადგილის ვერ შევსებამ გულშემატკივარი ნაპოლიზე გაანაწყენა"
3 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიური მედია საშუალება La Republica, რომელიც "ნაპოლის" სიახლეებს აქტიურად აშუქებს, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ გუნდის ვერ გაძლიერებაზე საუბრობს. სტატიაში ნათქვამია, რომ ნეაპოლური გუნდის ქომაგები გაბრაზებულები არიან იმით, რომ "ნაპოლიმ" გარემარბის დამატება ჯერჯერობით ვერ შეძლო.
"სატრანსფერო ბაზარზე 2025 წლის იანვრის ფანჯრის დახურვამდე ცოტა დრო რჩება და "ნაპოლის" შემადგენლობა ჯერ ისევ სრულფასოვნად დაკომპლექტებული არ არის. ორ პოზიციაზე, სადაც "ნაპოლის" გაძლიერება ყველაზე მეტად სჭირდება, გუნდმა თითქმის ერთი თვეა ვერავინ დაიმატა, ეს მარცხენა ფლანგის გარემარბი და ცენტრალური მცველია. საამისოდ საჭიროა, რომ გუნდმა სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთი სპრინტი შემოგვთავაზოს და შეცვალოს სცენარი, რომელიც გულშემატკივრებს არ აკმაყოფილებთ. ისინი აშკარად განაწყენებულები არიან, რადგან გუნდი კვარაცხელიას მსგავსი ჩემპიონის ადგილის შევსებას ვერ ახერხებს. გუნდმა ინვესტირება ალეხანდრო გარნაჩოში გადაწყვიტა, რომლის ტრანსფერიც ჯერჯერობით ვერ შედგა", - წერს La Republica.
ხვიჩა კვარაცხელიამ "პსჟ-ში" უკვე ორ მატჩში მონაწილეობის მიღება მოახერხა, სადებიუტო შეხვედრაში საგოლე პასი გააკეთა, მისმა გუნდმა კი 4 ქულის მოპოვება შეძლო. შემდეგ მატჩს ქართველის გუნდი 5 თებერვალს, ქვეყნის თასზე, "ლე მანთან" სტუმრად გამართავს. მატჩი თბილისის დროით 00:10 საათზე დაიწყება.