ბექაური ტატამს თბილისის გრანდ სლემზე უბრუნდება - შემადგენლობა ცნობილია
21-23 მარტს, თბილისის ახალი ოლიმპიური სასახლე თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს.
ამ წუთის მონაცემებით, თბილისის გრანდ სლემზე, 5 კონტინენტისა და 50 ქვეყნის. 383 სპორტსმენია რეგისტრირებული.
რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც, რომლითაც თბილისის გრანდ სლემზე ვიასპარეზებთ - აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ტატამს პირველად დაუბრუნდება. 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.
შ ე მ ა დ გ ე ნ ლ ო ბ ა
60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი.
66 კგ: თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე.
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახიშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.
81 კგ: ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი.
90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი.
100 კგ: ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წიწილაშვილი.
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და გაბო მუკბანიანი.
ამ ეტაპისთვის უცნობია საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა, თუმცა რამდენიმე დღეში ესეც გვეცოდინება.