Belive

"ერთადერთი კითხვის ნიშანი ჩემზე არსებობს, რადგან არასდროს გვიბრძოლია" - მოვსარ ევლოევი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

Home of Fight-თან ინტერვიუში მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. მისი და ილიას გარდა, ევლოევი ისლამისა და ილიას შესაძლო ბრძოლასაც შეეხო.

მოვსარი ამბობს, რომ სამომავლოდ მსუბუქ წონაში ასვლას ისიც გეგმავს. თუმცა, საინტერესო ის არის, რომ ამის მიზეზი მხოლოდ თოფურიაა და არა ქამარი.

ჯერ ქვემსუბუქი წონის დივიზიონის ქამარი მჭირდება და შემდეგ ზევით ავალ. მსუბუქ წონაში ასვლის მთავარი მიზეზი არა ქამარი, არამედ ილიაა. ქვემსუბუქ დივიზიონში მან ყველა დაამარცხა და ნიშნავს, რომ ყველაზე ძლიერია. ერთადერთი კითხვის ნიშანი ჩემზე არსებობს, რადგან არასდროს გვიბრძოლია.

რა თქმა უნდა ამ ჩხუბს ისლამი მოიგებს, მაგრამ MMA არის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ილიას საკმარისი ძალა აქვს... თუ ისლამი მზად იქნება ამ ბიჭს მარტივად დაამარცხებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს მძიმე დიეტა, რთული წონის კლება ან რაიმე სხვა. საბოლოოდ, ჩემს არჩევანს ისლამზე შევაჩერებ. - განაცხადა მოვსარ ევლოევმა

შეგახსენებთ, რომ მოვსარ ევლოევი დიდი ხანია ილიასთან ბრძოლას ითხოვს. მას კარიერაში 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული და არც ერთხელ დამარცხებულა.

სხვა სტატიები