Belive

"არაუხოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ იუვენტუსი გოგლიჩიძის დამატებას შეეცდება" - იტალიელი ექსპერტი

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი, ლუკა მარკეტი საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერის შესაძლებლობაზე საუბრობს.

იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ჟურნალისტმა გააჟღერა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ბიანკონერის" მთავარი ამოცანა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცენტრალური მცველის დამატებაა. გუნდის მთავარი პრიორიტეტი "ბარსელონადან" რონალდ არაუხოს დამატება გახლავთ, მაგრამ ურუგავაელმა ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდში დარჩენა გადაწყვიტა, რის შემდეგაც "იუვე" სხვა მოთამაშეებზე გადაერთო და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ 20 წლის ქართველია.

გუნდის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი (რომელიც "ნაპოლიში" მუშაობის დროს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გახლდათ) ფიკაიო ტომორის ("მილანი"), დავიდ ჰანცკოს ("ფეიენოორდი"), კევინ დანსოს ("ლანსი") და საბა გოგლიჩიძეს შორის არჩევანის გაკეთებას აპირებს.

2024/25 წლების სეზონში, საბა გოგლიჩიძეს ბრწყინვალე დასაწყისი აქვს, მან იტალიის ჩემპიონატის 17 მატჩში მონაწილეობის მიღება მოახერხა და მისი სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა, მისი დამატებით ასევე "მილანიც" ინტერესდება.

სხვა სტატიები