Belive

A bola: "ნახევარდაცვა გადაეწყობა, სვარაუდოდ ქოჩორაშვილი წავა"

16 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პორტუგალიური მედია საშუალება, A bola, საქართველოს ნაკრებისა და ლისაბონის სპორტინგის ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს.

"კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო ჰიდემისა მორიტას წასვლა და მორტენ ჰიულმანდის დაანონსებული ტრანსფერი ამ ზაფხულს, რასაც ემატება გიორგი ქოჩორაშვილის მიერ სავარაუდოდ გუნდის შეცვლა, ასეცე დანიელ ბრაგანსას სიტუაცია, რომელიც ხელშეკრულების დსკვნით წლებში შედის, "ლომები" იძულებულნი არიან ნახევარდაცვა გადააწყონ", - წერს A bola.

გიორგი ქოჩორაშვილს ამ სეზონში ლისაბონის სპორტინგის შემადგენლობაში 26 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

26 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატების სურვილი რამდენიმე ესპანურ გუნდს, მათ შორის ლევანტეს, ჟირონას და რაიო ვალეკანოს აქვს.

სხვა სტატიები