Belive

"თოფურია ეცდება, რომ თავი ამარიდოს ან ზედა წონაში ავიდეს" - არმან ცარუკიანი

10 საათის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანი ამბობს, რომ ილია თოფურია მასთან ჩხუბს თავს არიდებს. ის თვლის, რომ მისი სტილი თოფურიასთვის პრობლემა იქნება. სომეხი მებრძოლი მის პლუსად მიიჩნევს, რომ კარგი ფეხის დარტყმა აქვს, რასაც ილია საერთოდ არ იყენებს.

ის მოჭიდავე იყო და მიხვდა, რომ 25 წუთის განმავლობაში ჭიდაობა დიდ ენერგიას მოითხოვს. ამის გამო, კრივი შეისწავლა. ახლა მხოლოდ ამას აკეთებს და ფეხებს საერთოდ არ იყენებს. ამის გამო, ჩემთვის მასთან ჩხუბი მარტივი იქნება, რადგან კარგი 'ქიქები' მაქვს. ფეხის დარტყმის დისტანციაზე შემიძლია დადგომა და თუ ახლოს მოვა ან ვეჭიდავები ან კლინჩში შევალ. ეს მისმა გუნდმაც იცის. ეცდებიან თავი ამარიდონ ან ზედა წონაში ავიდნენ. მას ჩემთან ჩხუბი არ შეუძლია და ეს მისმა თანაგუნდელებმაც იციან. - განაცხადა არმან ცარუკიანმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია 15 ივნისს იბრძოლებს. ის თეთრი სახლის მთავარ ჩხუბში ჯასტინ გეიჯის შეხვდება და გამარჯვებული მსუბუქი წონის ქამარს დაეუფლება.

რაც შეეხება არმანს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომეხი ამ ჩხუბს დააზღვევს.

სხვა სტატიები