Belive

"ისლამი ჩემზე მძიმეცაა და ძლიერიც, მაგრამ..." - ილია თოფურია

16 საათის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია ამბობს, რომ მახაჩევის უპირატესობა სიმაღლეში და წონაში არაფერს ნიშნავს. თუ ისინი ოდესღაც ქუჩაში გადაეკვეთებიან და სიტუაცია დაიძაბება, ილიას ზედმეტის კითხვების გარეშე საქმეზე გადავა.

ეს ყველაფერი ისლამთან ბრძოლაზე საუბრისას დაიწყო. ისლამი ჩემზე მძიმეცაა, მაღალიც და ყველაფერი... მაგრამ ქუჩაში რომ მივდიოდე და მან მე, ან ჩემთან ერთად მყოფს რამე გვითხრას, ნამდვილად არ დავუწყებ კითხვას: 'რამდენს იწონი? რა სიმაღლე ხარ-მეთქი?' მაშინვე საქმეს შევუდგები. - ამბობს ილია თოფურია

უკვე დიდი ხანია ისლამის და ილიას ბრძოლის ჩანიშვნის იდეა არსებობს, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვერ ხერხდება. იყო საუბრები, რომ ეს ჩხუბი თეთრ სახლში უნდა შემდგარიყო, თუმცა, მახაჩევის ხელის ტრავმის გამო ეს ვერ მოხერხდა.

სხვა სტატიები