Belive

"მე თოფურია ვარ და ჩემთვის ოპონენტის შერჩევა არც ისე ადვილია" - ილია თოფურია

4 საათის წინ სხვა
1 წთ

ესპანეთში WOW FC-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა, სადაც პრესკონფერენციაზე ილია თოფურიაც ვიხილეთ. ბუნებრივია, რომ ჟურნალისტებს "მატადორის" მომავლის შესახებ კითხვები გაუჩნდათ, მაგრამ ეს თავად ილიამაც არ იცის.

ყველას ვთხოვ, რომ ჩემს სპორტულ კარიერაზე არაფერი მკითხოს, რადგან პასუხს ვერ გაგცემთ. მომავალი მსხვერპლის სახელი ჯერ კიდევ უცნობია. მოიკანუ ან დენ ჰუკერი რომ ვიყო, ოპონენტს მარტივად შემირჩევდნენ. თუმცა, მე თოფურია ვარ და ეს არც ისე ადვილია. - განაცხადა ილიამ

შეგახსენებთ, რომ მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ ილიას მთავარი სამიზნე ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. ჯერჯერობით არაფერი დადასტურებულა, თუმცა, "მატადორის" და მისი გუნდის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ისლამთან ბრძოლა შორს არ არის.

სხვა სტატიები