"როგორ შეიძლება ასეთი სულელი იყო?!" - პადი პიმბლეტი ილია თოფურიაზე საუბრობს
8 საათის წინ
სხვა
1 წთ
Shak MMA-სთან საუბრისას პადი პიმბლეტს ილია თოფურიას შესახებ ჰკითხეს. კითხვა "მატადორის" მიერ ქამრის დათმობასა და წონის შეცვლას ეხებოდა. ინგლისელმა საკუთარი აზრი არ დამალა და ილიას პირდაპირ სულელი უწოდა.
როგორ შეიძლება ასეთი სულელი იყო?! რატომ ამოხვედი ზედა დივიზიონში? ილია პატარაა, 165 თუ 167 სანტიმეტრია. მას აქვს იმის გამბედაობა, რომ მსუქანი დამიძახოს და თავად თქვა, რომ 66 კილოგრამის დაფიქსირება უჭირს. ჩემი აზრით, ის ქვემსუბუქი დივიზიონიდან უბრალოდ გამოიქცა. ილიამ იცოდა, რომ პირველ ჩხუბში "ვოლკი" ნოკაუტიდან მალე დაბრუნდა და ახლა მასთან ბრძოლა ისეთივე ადვილი აღარ იქნება.
გარდა ამისა, თოფურიას დიეგო ლოპესთან უნდა ეჩხუბა. ილიას მიმართ მეტი პატივისცემა მექნებოდა ქამარი კიდევ ორჯერ რომ დაეცვა. ჩემი აზრით, მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლას არ იმსახურებს და UFC ამას არ გააკეთებს. - განაცხადა პადი პიმბლეტმა
პადი პიმბლეტი მომავალ ბრძოლას მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც მაიამიში UFC 3140-ზე შედგება.
რაც შეეხება ილიას, ჯერჯერობით მისი მომავალი უცნობია. თავად "მატადორის" და თავისივე გუნდის მინიშნებები გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, შემდეგი მეტოქე შესაძლოა ისლამი იყოს.