Belive

JUDOINSIDE: "თუშიშვილი ცეცხლოვნად დაბრუნდა და კრპალეკთან ოლიმპიადის რევანში აიღო"

19 საათის წინ სხვა
1 წთ

ავსტრიის გრან პრის მესამე საშეჯიბრო დღე ქართველი ძიუდოისტების დომინაციით წარიმართა. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორივე ქართველმა, ტატო გრიგალაშვილმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ფინალში გასვლა მოახერხეს და ოქროს ბედი ერთმანეთში უნდა გადაეწყვიტათ. ფინალური ბლოკის დაწყებამდე, ცნობილი გახდა, რომ ტატო გრიგალაშვილი, ტრავმის გამო, შეხვედრას ჩაეხსნა, ამიტომ ოქროს მედალი ჯაბნიაშვილს დარჩა, ვერცხლი - ტატოს.

6-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ტატამიზე, 100+ გკ წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილი დაბრუნდა და საქართველოს ოქრო მოუტანა. ფინალში თუშიშვილმა პრინციპული მეტოქე, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.

ტატამიზე, გურამ თუშიშვილის წარმატებულ დაბრუნებას, ძიუდოს ცნობილი ინტერნეტგამოცემა "Judoinside" გამოეხმაურა.

'6-თვიანი დისკვალიფიკაციიდან დაბრუნებაც ასეთი უნდა - საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ თუშიშვილი ტატამიზე დაბრუნდა და თანაც ისე, რომ 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლეგენდარულ - ლუკაშ კრპალეკს რევანში აუღო.

ჩემპიონების ფინალური დაპირისპირება, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალს გავდა, თუმცა ამჯერად გამარჯვება ქართველის მხარეს დარჩა...

ეს ბრძოლა იყო ავსტრიის გრან პრის ცეცხლოვანი დასასრული და სასიხარულოა, რომ უძლიერესი ქართველი ტატამიზე ცეცხლოვან ფორმაში დაბრუნდა.' - ვკითხულობთ Judoinside-ზე.

ასე და ამგვარად, 2 ოქრო და 1 ვერცხლი - ეს ნიშნავს რომ ვაჟთა შორის, გუნდურად, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები