Belive

ახალგარზდა ძიუდოისტებმა მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე გამოსვლა დაასრულეს

19 საათის წინ სხვა
1 წთ

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში ჩინეთის გუნდი 4:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი საფრანგეთთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელა.

რეპეშაჟში ჩვენი პირველი მეტოქე ლიეტუვის ნაკრები იყო, რომელიც საქართველომ 4:3 დაამარცხა და ბრინჯაოს ფინალში ბრაზილიის გუნდს დავუპირისპირდით.

ბრაზილიელებთან ბრძოლა მეტად დრამატული გამოვიდა - პირველი 2 შეხვედრა გიგი გიუნაშვილმა და ქეთი რობაქიძემ იპონებით მოიგეს. შემდეგ ირაკლი ქავთარაშვილმა დათმო შეხვედრა იუკოთი, რასაც დამატებით დროში ბარბარე გელაშვილის მარცხი მოჰყვა. აღსანიშნვია, რომ ბარბარეს ჭიდაობა გაცილებით დიდი გაბარიტების მქონე გოგონასთან უწევდა (დაახლოებით, 20 კგ-ით უფრო მძიმესთან).

ნიკოლოზ ზაალიშვილმა ისევ წინ გაგვიყვანა, ნინო თათრიშვილის მარცხმა კი ანგარიში გაათანაბრა.

სამწუხაროდ, 'შემთხვევით წონაში' არ გაგვიმართლა და ბედმა ისევ ბარბარე გელაშვილისა და ანა სუარეშის ბრძოლა გვარგუნა. უთანასწორო ჭიდილში გამარჯვება ბრაზილიელს დარჩა.

სხვა სტატიები