დიდ მიტარბიზე betlive SKI CHAMPIONSHIP გაიმართება
betlive.com ნათლად ადასტურებს, რომ ქართული სპორტის მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია - ცნობილია, რომ პროფესიონალურ სპორტთან კოლაბორაციის კვალდაკვალ, betlive სამოყვარულო სპორტის განვითარების თანამონაწილეცაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2 მარტს ბაკურიანში (დიდ მიტარბიზე), მამაკაცებსა და ქალებს შორის გიგანტური სლალომის სამოყვარულო ჩემპიონატი “betlive SKI CHAMPIONSHIP“ უკვე მეორედ გაიმართება. ტურნირში მონაწილეობის მსურველბს, რეგისტრაციის გავლა აღნიშნულ ბმულზე შეუძლიათ.
გიგანტური სლალომი სამთო-სათხილამურო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დისციპლინაა. სლალომის მსაგვად, სპორტსმენებს შეჯიბრება უწევთ თხილამურებით მთიდან სწრაფდაშვებაში მიხვეულ-მოხვეული მარშრუტით, რომელიც საკონტროლო ალმებითაა აღნიშნული. განსხვავება სლალომსა და გიგანტურ სლალომს შორის მხოლოდ ის არის, რომ გიგანტურ სლალომში შეჯიბრებისთვის განკუთვნილი ტრასა ბევრად უფრო გრძელია და ალმებიც უფრო დიდი მანძილითაა ერთმანეთს დაშორებული.
საქართველოში გიგანტური სლალომი ჯერ კიდევ შედარებით ახალი დისციპლინაა, რომელიც თანდათან იმკვიდრებს თავს. წელს, გიგანტური სლალომის მოყვარულებს, betlive.com მეორედ აძლევს ბრწყინვალე შესაძლებლობას, რომ მიიღონ მონაწილეობა “betlive SKI CHAMPIONSHIP“ - სამოყვარულო სათხილამურო ჩემპიონატზე, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაკურიანში, დიდ მიტარბიზე გაიმართება.
გასული წლის 18 თებერვალს გამართულ ტურნირზე, ქალთა შორის გიგანტური სლალომის სამოყვარულო ჩემპიონატის გამარჯვებული სუსანა გავვა გახდა. მეორე ადგილი ანა მაზმიშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე ნატალია გავვა გავიდა. მამაკაცებს შორის, იასონ აბრამაშვილმა პირველობა არავის დაუთმო. მეორე ადგილი დავით გავვამ დაიკავა, მესამე პოზიციას კი დავით თედიაშვილი დასჯერდა.
“betlive SKI CHAMPIONSHIP“-ის გამარჯვებულებს 2000 ლარი, მეორეადგილოსნებს 1500, ხოლო მესამეადგილოსნებს 1000 ლარი ერგოთ.