დიდ მიტარბიზე betlive SKI CHAMPIONSHIP გაიმართა
betlive.com ნათლად ადასტურებს, რომ ქართული სპორტის მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია - ცნობილია, რომ პროფესიონალურ სპორტთან კოლაბორაციის კვალდაკვალ, betlive სამოყვარულო სპორტის განვითარების თანამონაწილეცაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2 მარტს ბაკურიანში (დიდ მიტარბიზე), MTA-ისთან და KARI-სთან პარტნიორობით მამაკაცებსა და ქალებს შორის გიგანტური სლალომის სამოყვარულო ჩემპიონატი “betlive SKI CHAMPIONSHIP“ უკვე მეორედ გაიმართა. პრესტიჟული ღონისძიების საპრიზო ფონდმა 9000 ლარი შეადგინა.
წელს, გიგანტური სლალომის მოყვარულებს, betlive-მ მეორედ მისცა ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ მიეღოთ მონაწილეობა “betlive SKI CHAMPIONSHIP“ - სამოყვარულო სათხილამურო ჩემპიონატზე, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაკურიანში, დიდ მიტარბიზე გაიმართა. მონაწილეობის უფლება მხოლოდ მოყვარულ სპორტსმენებს ჰქონდათ. "betlive SKI CHAMPIONSHIP"-ში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ პირებს, რომლებსაც უასპარეზიათ ოლიმპიადაზე, მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე, არიან ან იყვნენ საქართველოს ნაკრების წევრები და საქართველოს ჩემპიონატზე აუღიათ I, II ან III ადგილი.
"betlive SKI CHAMPIONSHIP"-ის გამარჯვებული მამაკაცთა თანრიგში - ალექსანდრე ცხოვრებაშვილი, ხოლო ქალთა თანრიგში ნინი გოგოლაძე გახდნენ. “betlive SKI CHAMPIONSHIP“-ის გამარჯვებულებს 2000 ლარი, მეორეადგილოსნებს 1500, ხოლო მესამეადგილოსნებს 1000 ლარი ერგოთ.