Belive

ბექაური ტატამს თბილისის გრანდ სლემზე უბრუნდება - შემადგენლობა ცნობილია

1 დღის წინ სხვა
1 წთ

21-23 მარტს, თბილისის ახალი ოლიმპიური სასახლე თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს.

ამ წუთის მონაცემებით, თბილისის გრანდ სლემზე, 5 კონტინენტისა და 50 ქვეყნის. 383 სპორტსმენია რეგისტრირებული.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც, რომლითაც თბილისის გრანდ სლემზე ვიასპარეზებთ - აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ტატამს პირველად დაუბრუნდება. 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.

შ ე მ ა დ გ ე ნ ლ ო ბ ა

  • 60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი.

  • 66 კგ: თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე.

  • 73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახიშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.

  • 81 კგ: ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი.

  • 90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი.

  • 100 კგ: ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წიწილაშვილი.

  • +100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და გაბო მუკბანიანი.

ამ ეტაპისთვის უცნობია საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა, თუმცა რამდენიმე დღეში ესეც გვეცოდინება.

სხვა სტატიები