"ალექსანდრესთვის კოლბისთან ჩხუბი შოკი იქნება" - ალექსანდრ ვოლკანოვსკი
3 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ალექს ვოლკანოვსკიმ ალექსანდრე თოფურიას წინააღმდეგ კოლბი სიქნესის შანსები შეაფასა. ყოფილი ჩემპიონი თვლის, რომ სიქნესი მიწაზე საკმაოდ ეფექტურია და გამარჯვების გზას სწორედ აქ ხედავს.
ალექსანდრეზე ბევრი არაფერი ვიცით. მას უმცროსი ძმის მსგავსი სტილი აქვს, მაგრამ არის ისეთივე მაგარი როგორც ილია? კოლბი სიქნესთან ხუმრობა არ ღირს. ჩემი აზრით, ალექსანდრესთვის კოლბისთან ჩხუბი შოკი იქნება. სიქნესი მიწაზე ძალიან სახიფათოა და ვფიქრობ, საბმიშენით მოიგებს. კოლბის შეუძლია თოფურია ღრმა წყლებში ჩაიყვანოს, რადგან მისი საწვავის ავზი არასდროს სრულდება. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ
შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკი და ილია ამჯერად მწვრთნელების რანგში დაუპირისპირდებიან. ორივე მებრძოლს კუთხეში ვიხილავთ.
ალექსისა და კოლბის ბრძოლა 9 თებერვალს არის ჩანიშნული და თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.