Belive

"2 წუთი მჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახის წინაშე დავაძინო" - თოფურია გეიჯიზე

20 საათის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია ამბობს, რომ ჯასტინ გეიჯის პირველივე რაუნდში გათიშავს და ამისთვის მხოლოდ ორი წუთი დასჭირდება. "მატადორმა" თავისი ნოკაუტების სერიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ვოლკანოვსკის, ჰოლოუეისა და ოლივეირას გათიშვის შემდეგ, გეიჯის დანოკაუტება მისთვის ძალიან ამაღელვებელი იქნება.

როდესაც ჩემს გამარჯვების სერიაზე ვფიქრობ, განსაკუთრებით ბოლო სამ ბრძოლაზე, გასაოცარია... ამ კოლექციაში გეიჯის დამატება კიდევ უფრო საოცარი იქნება. ოქტაგონში მხოლოდ 2 წუთი მჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახის და თანამემამულეების წინ დავაძინო. - ამბობს ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ ილიასა და გეიჯის ბრძოლა 15 ივნისს გამთენიისას გაიმართება. ამ ორის დაპირისპირება მსუბუქი წონის ქამრისთვისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ბრძოლა საღამოს მთავარი მოვლენა იქნება.

სხვა სტატიები