თორნიკე შენგელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
23 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონიამ" "ოლიმპია მილანო" 86:80 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ აღნიშნულ შეხვედრაში 19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა, ამ მაჩვენებლით ქართველი კალათბურთელი მე-20 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
გულშემატკივართა არჩეული ხუთეული ასე გამოიყურება:
ჯასტინ რობინსონი ("ტრაპანი")
მარკო ბელინელი ("ვირტუს ბოლონია")
მარკელ ბრაუნი ("ტრიესტი")
თორნიკე შენგელია ("ვირტუს ბოლონია")
მფიონდუ კაბენგელე ("ვენეცია")
Il 🌟 DREAM TEAM UMANA 🌟 della 20^ giornata, scelto da voi tramite votazione sull'app di LBA 📲
— Lega Basket Serie A (@LegaBasketA) March 4, 2025
1️⃣ Robinson 2️⃣ Belinelli 3️⃣ Brown 4️⃣ Shengelia 5️⃣ Kabengele#TuttoUnAltroSport pic.twitter.com/PgKrMp8KbM