ვირტუს ბოლონიამ ოლიმპია მილანო დაამარცხა | თორნიკეს კარგი მატჩი ჰქონდა
3 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონიამ" "ოლიმპია მილანო" 86:80 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ 19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა ნიკოლა მიროტიჩმა ჩააგდო, 19 ქულა ჰქონდა მარკო ბელინელის.
"ვირტუს ბოლონიას" სერია A-ს მიმდინარე ცხრილში 30 ქულა აქვს (15 მოგება, 5 მარცხი) და მეორე ადგილზეა, 30 ქულა აქვს ასევე პირველ ადგილზე მყოფ "ტრენტოს".
მომდევნო შეხვედრას ბოლონიური გუნდი 7 მარტს, 21:30 საათზე ევროლიგის ეგიდით ჩაატარებს, სადაც "ანადოლუ ეფესს" დაუპირისპირდება.
VINCE LA VIRTUS, VINCE LA VIRTUS, VINCE LA VIRTUS 🤍🖤 pic.twitter.com/L5rIpSDyVl
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) March 2, 2025