შენგელიამ სასარისთან პასები არიგა | ვირტუსი დამარცხდა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში "სასარიმ" "ვირტუს ბოლონიას" უმასპინძლა და 76:68 გაიმარჯვა. სტუმრები განსაკუთრებით ცუდად პირველ მეოთხედში გამოიყურებოდნენ, რომელიც 9-ქულიანი სხვაობით დათმეს.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 28 წუთი გაატარა და ამ დროში 5 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თორნიკემ მხოლოდ 4-ჯერ ისროლა საშუალო დისტანციიდან და 2-ჯერ ჩააგდო. საჯარიმო ხაზიდან კი 2-დან 1 ბურთი მოათავსა კალათში. მიმდინარე სეზონში შენგელიას ამდენი პასი არ გაუკეთებია.
ვირტუსი სერია A-ში მე-4 პოზიციაზეა, გუნდს 12 მოგება და 5 წაგება აქვს. ბოლონიელები მომდევნო ტურში "ვენეციას" დაუპირისპირდებიან, იქამდე კი სტუმრად "ფენერბაჰჩეს", ევროლიგის ეგიდით შეხვდებიან.