შენგელიამ ფენერბაჰჩესთან 35 ქულა ჩააგდო, მაგრამ ვირტუსი მაინც დამარცხდა
ევროლიგის 24-ე ტურში "ფენერბაჰჩემ" "ვირტუს ბოლონიას" უმასპინძლა და ანგარიშით 95:81 დაამარცხა. ვირტუსი ევროლიგაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს, გუნდს 17 წაგება დაუგროვდა და მე-16 ადგილს იკავებს (18 გუნდში).
პოზიტიური ამბავი იყო ის, რომ ჩვენი ნაკრების კაპიტანმა საოცარი შეხვედრა ჩაატარა. შენგელია ფაქტობრივად მარტო ეთამაშა მასპინძელ გუნდს. თორნიკემ პარკეტზე 29 წუთი გაატარა და ამ დროში 35 ქულას, 5 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ქართველმა 14-დან 10 სროლა საშუალოდან ჩააგდო, 3-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ხოლო საჯარიმოს ხაზზე 10-ჯერ დადგა და 9-ჯერ ჩააგდო.
ვირტუსის დამარცხების მიზეზი საშინელი პირველი მეოთხედის ჩატარება გახდა, იტალიელები თამაშში გვიან ჩაერთნენ და საწყისი 10 წუთი 9 ქულით დათმეს. ცხადია, თორნიკემ, ორივე გუნდის შემადგენლობაში, ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, მას მხოლოდ 17 ქულით მოჰყვება ფენერბაჰჩეს მსუბუქი ფორვარდი, მარკო გუდურუჩი.
ამ მომენტისთვის, ფენერბაჰჩე ევროლიგის ცხრილის პირველ ადგილზეა 16 მოგებით. ვირტუსი მომავალ შეხვედრას იტალიის სერია A-ში, "ვენეციას" წინააღმდეგ გამართავს.
Tornike Shengelia was on another level today 🔥 pic.twitter.com/Xc9oPneVAo
— BasketNews (@BasketNews_com) January 31, 2025