Belive

სან ანტონიომ მილუოკი დაამარცხა | მამუკელაშვილმა 4 წუთი ითამაშა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" "მილუოკი ბაქსი" დიდი სხვაობით 144:118 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა 3:46 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულა (1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 ორქულიანი) და 1 დაფარება დააგროვა.

ყველაზე მეტი 35 ქულა იანის ანტეტოკუნმპომ ჩააგდო, ამასთან მას 14 მოხსნაც ჰქონდა და ორმაგი დუბლი შეასრულა, ვიქტორ ვემბანიამამაც ორმაგი დუბლი მიითვალა, მას 30 ქულა, 14 მოხსნა და 6 დაფარება ჰქონდა.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 21 მოგებით და 24 მარცხით მე-12 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 2 თებერვალს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები