სან ანტონიო კლიპერსთან დამარცხდა | მამუკელაშვილმა 4 წუთი ითამაშა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,ლოს ანჯელეს კლიპერსს'' უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 116:128 დამარცხდა.
მატჩში 4 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 2 ქულისა და 3 მოხსნის მოგროვება შეძლო.
,,სპურსის'' რიგებში 23 ქულით, 12 მოხსნით, 4 პასით, 3 დაფარებითა და 2 ჩაჭრით ვიქტორ ვემბანიამა გამოირჩა.
,,კლიპერსს'' 27 ქულით, 7 ასისტით, 6 მოხსნითა და 1 დაფარებით კავაი ლეონარდმა ულიდერა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ივიცა ზუბაცმა - 21 ქულა, 22 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა.
,,სან ანტონიო'', რომელიც 20 მოგებითა და 24 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-12 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას შაბათს, პირველ თებერვალს, ,,მილუოკი ბაქსის'' წინააღმდეგ გამართავს.
Homestand continues on Friday #PorVida @FrostBank | #sponsored pic.twitter.com/lnit9JWAV3
— San Antonio Spurs (@spurs) January 30, 2025