ორლანდო კლივლენდთან დამარცხდა, სან ანტონიო ნიუ ორლეანთან
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "კლივლენდ კავალიერსთან" 82:122 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ 7:37 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა პაოლო ბანკეროს ჰქონდა, 20 ქულა ჩააგდო თაი ჯერომიმ.
"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 29 მოგებით და 31 მარცხით მე-7 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 28 თებერვალს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს.
დღეს, მეორე ქართველი, სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიო"-მაც ითამაშა და "ნიუ ორლეანს პელიკანს"-თან 103:109 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა 12:28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ყველაზე მეტი 24 ქულა ტრეი მერფიმ ჩააგდო, 20 ქულა ჰქონდა დევინ ვასელს.
"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 24 მოგებით და 32 მარცხით მე-13 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 27 თებერვალს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს.