სანდროს 5 და გოგას 1 ქულა | ქართველების გუნდები დამარცხდნენ
სანდრო მამუკელაშვილმა და გოგა ბითაძემ NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრები ჩაატარეს. "სან ანტონიო სპურსმა" საკუთარ არენაზე "ოკლაჰომა სიტის" უმასპინძლა და 132:146 დამარცხდა, "ორლანდო მეჯიქმა" კი "ტორონტო რაპტორსი" მიიღო და შეხვედრა 102:104 დათმო.
სანდრომ მხოლოდ 2 წუთი და 20 წამი ითამაშა - მან 5 ქულის მოპოვება შეძლო. 2-ჯერ ისროლა პერიმეტრიდან, საიდანაც ერთი ზუსტი აღმოჩნდა, 2-ჯერ კი საჯარიმო ხაზზე დადგა და ტყორცნები გამოიყენა. სპურს ვიქტორ ვემბანიამა აკლია, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს, გუნდმა ბოლო 6-დან მეხუთე შეხვედრა წააგო.
მამუკელაშვილისგან განსხვავებით, ბითაძემ უფრო მეტი ითამაშა - 16 წუთი, თუმცა მხოლოდ 1 ქულა ჩააგდო. გოგას 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაც ჰქონდა. ქართველმა სულ 4-ჯერ სცადა სროლა - 2/2-ჯერ საშუალოდან და პერიმეტრიდან, თუმცა მიზანს ყველა აცდა, ქართველმა მხოლოდ 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. ორლანდო პლეი ოფში თამაშის შანსს ინარჩუნებს, გუნდს 29 მოგება და 33 მარცხი აქვს, რაც გადათმაშების ზონის - მე-8 ადგილის დაკავების საშუალებას აძლევს.