Belive

კამარ ბოლდუინის ტრავმა - კვლევის შედეგებს Eurohoops აქვეყნებს

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ლეგიონერმა კამარ ბოლდუინმა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე, ვარჯიშზე, ტრავმა მიიღო რის გამოც საკვალიფიკაციოს ბოლო ორი შეხვედრა, დანიასთან და სერბეთთან გამოტოვა. 27 წლის კალათბურთელის ტრავმაზე საკალათბურთო გამოცემა Eurohoops წერს, მათი ცნობით კამარის ტრავმა არც ისე მძიმეა და ის პარკეტს მალე დაუბრუნდება.

"ბასკონიას" კალათბურთელი, კამარ ბოლდუინი 2025 წლის ევრობასკეტის ფინალური შესარჩევის ფანჯრის დროს ეროვნული ნაკრების თამაშებზე წავიდა, მაგრამ ტრავმის გამო მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას მარჯვენა ტერფის დაზიანება აღენიშნება.

"ბასკონია" ასევე აცხადებს, რომ მისი გამოჯანმრთელება დღითიდღე მიმდინარეობს, მაგრამ უცნობია თუ როდის დაბრუნდება. ესპანური მედია გამოცემა El Correo იტყობინება, რომ ის უახლოეს თამაშებში თავის გუნდს ვერ დაეხმარება, ასევე შესაძლოა 2 კვირაც გამოტოვოს. - Eurohoops

სხვა სტატიები