საქართველო : დანიის მატჩი მაყურებელთა სიმრავლით მე-2 ადგილზე გავიდა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა გადამაწყვეტი მატჩი, რომელიც დანიის წინააღმდეგ გამართა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით იყო გამორჩეული. პირველი რა თქმა უნდა ჩვენმა ნაკრებმა 1 ტურით ადრე მოიპოვა 2025 წლის ევრობასკეტის საგზური, მეორე კი აღნიშნულ მატჩზე მაყურებელთა სიმრავლე იყო. მე-5 ადგილზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრა გავიდა, ოღონდ ბელგრადში, სერბეთის წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება.
ევრობასკეტის ოფიციალურმა საიტმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე TOP 5 მატჩი გამოავლინა, სადაც მატჩს ყველაზე მეტი მაყურებელი დაესწრო, ხუთეული კი ასე გამოიყურება:
11,135 - ლატვია 83:66 ესპანეთი (რიგა)
9,000 - საქართველო 62:60 დანია (თბილისი)
8,655 - თურქეთი 67:80 იტალია (სტამბოლი)
7,985 - შვედეთი 86:83 მონტენეგრო (სტოკჰოლმი)
7,500 - სერბეთი 63:54 საქართველო (ბელგრადი)
წლევანდელ 2025 წლის ევრობასკეტს კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია უმასპინძლებენ. ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.
ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება.