ვინ იყო რონალდოსთვის ყველაზე ცუდი თანაგუნდელი?
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, 'ფენომენმა რონალდომ', რომარიოსთან ინტერვიუში, კარიერის ყველაზე კარგი და ცუდი გუნდელები დაასახელა.
რონალდოს აზრით, ნაკრებში მისი საუკეთესო მეწყვილეები თავად რომარიო და რონალდინიო იყვნენ, საკლუბო დონეზე კი ზინედინ ზიდანს ვერავინ შეედრებოდა. "ზიზუს უმაღლესი კლასი ჰქონდა და აბსოლუტურად განსხვავდებოდა სხვებისგან - ის ყველაფერს უმარტივესად აკეთებდა" - თქვა რონალდომ.
ყველაზე ცუდი თანაგუნდელის დასახელებისას, ბრაზილიელს ტომას გრავესენი გაახსენდა.
ტომას გრავესენი დანიელი ნახევარმცველი იყო - ძალიან კარგი ბიჭი, თუმცა საშინელი ფეხბურთელი. ახლახან პოკერის 50-მილიონი ტურნირი თუ რაღაც მსგავსი მოიგო. - უყვება რონალდო რომარიოს
Romário para Ronaldo: Qual foi o melhor jogador, dos times, que você já jogou ?
— LIBERTA DEPRE (@liberta___depre) February 14, 2025
Ronaldo: "Zidane"
Romário: E o pior?
Ronaldo: "Thomas Gravesen"
📽️: Canal Romário TVpic.twitter.com/JUGXTIBIKq
გრავესენი მადრიდის "რეალში" 2005 წლის იანვარში "ევერტონიდან" გადავიდა. დანიელმა ფეხბურთელმა მადრიდში 18 თვე გაატარა და ესპანეთში მან ყველაზე უხეში ფეხბურთელის რეპუტაცია მოიპოვა. მისი ხასიათის თვისებებზე, მაშინდელ მწვრთნელს, ფაბიო კაპელოსაც მოუხდა ახსნა-განმარტების გაკეთება, როცა გრავესენმა გახმაურებული ჩხუბი მოაწყო რეალის ვარჯიშზე - რობინიოსთან. მაშინ კაპელომ განაცხადა, რომ გრავესენი 'ცოტა თავისებურია', მისი აგრესიული ხასიათი არ მოსწონს, თუმცა დავალებების შესრულება უყვარს.