Belive

არსენალმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "არსენალმა", ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ამ ტურნირის რეკორდი დაამყარა. მიკელ არტეტას გუნდი გახდა პირველი, ვინც პლეი-ოფის სტადიაზე, მეტოქეს სტუმრად 7 გოლი გაუტანა.

"პსვ"-მ საკუთარ მოედანზე მიიღო არსენალი და წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. მეთოფეებმა 1:7 მოიგეს და ფაქტობრივად გაინაღდეს 1/4 ფინალის საგზური.

ეს თამაში იმითაც იყო ისტორიული, რომ არსენალმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, გასვლით შეხვედრაში, უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. 2003 წელს მათ სან სიროზე "ინტერს" 1:5 მოუგეს, მეორე საუკეთესო შედეგი კი გასული წლის ნოემბერში ლისაბონში დააფიქსირეს, როცა სპორტინგი 0:6 დაამარცხეს.

მომდევნო ეტაპზე თითქმის გასული არსენალი, "რეალსა" და "ატლეტიკოს" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, მადრიდული დერბის პირველი შეხვედრა რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე, 2:1 მოიგო.