"უსამართლობის გამო": მადრიდის რეალი ლა ლიგის ნაცვლად სხვა ჩემპიონატში თამაშს განიხილავს
ევროპულ მედიაში კიდევ ერთხელ ამოტივტივდა საკითხი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გახლდათ აქტუალური. კონკრეტულად, საუბარია მადრიდის "რეალის" მიერ ლა ლიგიდან სხვა ჩემპიონატში გადაბარგებაზე.
საქმე ისაა, რომ "რეალის" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ლა ლიგის მესვეურები მათ გამიზნულად, ხელოვნურად ჩაგრავენ და მათი და მსაჯების მხრიდან ბევრ უსამართლობას აწყდებიან. სიტუაციის გამამწვავებელი ლა ლიგის 24-ე ტურში, "ოსასუნასთან" მატჩში, ესპანელი მსაჯის, მუნუერა მონტეროს მიერ ჯუდ ბელინგემის საკამათო გაძევება გახლდათ. ამავე დროს, გუნდი ორი ტურით ადრე, "ესპანიოლთან" წაგებულ შეხვედრაში (0:1) მეტოქე ფეხბურთელის, კარლოს რომეროსთვის წითელი ბარათის არ ჩვენებას აპროტესტებს.
"რეალის" პროტესტის საპასუხოდ, ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი ამბობს, რომ გუნდში საღ გონებაზე არ არიან.
ამბავს კიდევ ერთი მხარე აქვს, ლა ლიგის მსაჯები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის "რეალი" მათ მანიპულირებაში დადანაშაულებას გააგრძელებს, ისინი გაიფიცებიან.
Forbes-ის ვარაუდით, "რეალის" სამომავლო გეგმაში პრემიერ ლიგაში გადაბარგება ნაკლებად განიხილება, მაგრამ ლიგა 1, ბუნდესლიგა და იტალიის ჩემპიონატი მათთვის სასურველ ვარიანტებად განიხილება.
"რეალი" ლა ლიგაში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ დაგროვებული 51 ქულით ლა ლიგის ლიდერია, უახლოეს მდევარ, თანაქალაქურ "ატელტიკოსთან" უპირატესობა 1 ქულაა, შემდეგ შეხვედრას კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი 23 თებერვალს, "ჟირონასთან" საშინაო კედლებში გამართავს, იქამდე კი უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში "მანჩესტერ სიტის" საპასუხო შეხვედრის ეგიდით, 20 თებერვალს უმასპინძლებს.