ჰანსი ფლიკი ლა ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჰანს დიტერ ფლიკი ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახლეს.
გერმანელმა სპეციალისტმა ლა ლიგის კენჭისყრაში "ხეტაფეს" და "ვალენსიას" მთავარ მწვრთნელებს, შესაბამისად, ხოსე ბორდალასს და კარლოს კორბერანს გაუსწრო.
"ბარსელონამ" თებერვალში ლა ლიგაში ოთხი მატჩი მოიგო: "ალავესთან" (1:0), "სევილიასთან" (4:1), "რაიო ვალეკანოსთან" (1:0) და "ლას პალმასთან" (2:0).
საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც 2024 წლის ზაფხულში, ჰანსი ფლიკმა "ბარსელონა" ჩაიბარა, აღნიშნული ჯილდო უკვე მესამედ მოიგო, ის ლა ლიგაში აგვისტოსა და ოქტომბერში გამოარჩიეს.
მას შემდეგ (2013 წლის სექტემბერი), რაც ეს ჯილდო არსებობს, ყველაზე მეტჯერ ერნესტო ვალვერდეს (8) აქვს მოგებული, მეორე ადგილზე დიეგო სიმეონე 5 გამარჯვებით იმყოფება, მესამე პოზიციას კი ოთხი პრიზით კარლო ანჩელოტი და მიჩელი ინაწილებენ. ჰანსი ფლიკს სადებიუტო სეზონში უკვე სამი გამარჯვება მოუგროვდა.