Belive

ცნობილია, რის გამო უჩვენა წითელი ბარათი მსაჯმა სლოტს ევერტონთან მატჩის შემდეგ

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულისა'' და ,,ევერტონის'' დრამატული მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, ,,მერსისაიდული'' გუნდის მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი შეხვედრის მსაჯს, მაიკლ ოლივერს დაუპირისპირდა.

ოლივერმა ნიდერლანდელი სპეციალისტი წითელი ბარათით დასაჯა, მალევე კი ცნობილი გახდა, რომ სლოტს 70 000-ფუნტიანი ჯარიმა და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა.

დღეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სლოტისა და ოლივერის შელაპარაკების დეტალები გაავრცელა:

,,იმედია, ამაყობ შენი მსაჯობით... ჯანდაბა! თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით, ეს შენი ბრალი იქნება!'' - უთხრა სლოტმა ოლივერს.

ინციდენტის შემდეგ, ,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა გვერდითა მსაჯს ,,სამარცხვინო'' უწოდა, რასაც მისი გაძევება მოჰყვა.

პრემიერლიგის 28 ტურის შემდეგ, ,,ლივერპული'' 67 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,არსენალს'' 13 ქულით უსწრებს (მეთოფეთა ანგარიშზე 1-ით ნაკლები მატჩია).

სხვა სტატიები