Belive

პსჟ Vs ლივერპული - პარი სენ ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა Uefa-ს ვერსიით

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოთხშაბათს ღამით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ლივერპულს'' უმასპინძლებს.

უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ, გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა. ,,ბრესტთან'' შეხვედრის მსგავსად (ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო მატჩი), პარიზული კლუბის თერთმეტეულში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია:

,,პსჟ-ის'' სავარაუდო შემადგენლობა Uefa.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

დონარუმა - მარკინიოსი, ჰაკიმი, პაჩო, ნუნო მენდეში, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, ვიტინია, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.

,,ლივერპულის'' სავარაუდო შემადგენლობა:

ალისონი - არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, სობოშლაი, სალაჰი, დიასი, ჯოუნსი.

,,პარი სენ ჟერმენისა'' და ,,ლივერპულის'' შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები