Belive

ტიბო კურტუა მზადაა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდეს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" 32 წლის მეკარემ, ტიბო კურტუამ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. გამოცდილმა მეკარემ ევრო 2024, ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელთან, დომენიკო ტედესკუსთან უთანხმოების გამო გამოტოვა. მას შემდეგ, რაც იტალიელი მწვრთნელი ფრანგმა რუდი გარსიამ შეცვალა, ახალმა მწვრთნელმა მაშინვე გამოთქვა სურვილი, დაებრუნებინა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კურტუა, დე ბრუინე და ლუკაკუ.

მადრიდის "რეალში" ყველა პატივს მცემს, პრეზიდენტიდან დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული. ყველას ველაპარაკები და ვეუბნები "დილა მშვიდობისა". ოქროს ბურთის მფლობელებთან ერთად ერთ გუნდში ვთამაშობდი, სუპერვარსკვლავებთან - მათგან პატივისცემას ვგრძნობ, გისმენენ, გითვალისწინებენ.

ეროვნულ ნაკრებშიც, ბელგიურ პრესაშიც სულ სხვა დამოკიდებულება იყო - ამ ყველაფერმა, რაღაც მომენტში, გამაგიჟა. წელიწადნახევარი გავიდა, ტრავმისა და ნაკრების გარეთ ყოფნის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მომენატრა ბელგიაში თამაში და დიდ ტურნირებზე გამოსვლა. - განაცხადა კურტუამ

სხვა სტატიები