Belive

მბაპე სამეფო თასის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ესპანეთის სამეფო თასის ნახვეარფინალის პირველ დაპირისპირებაში, "რეალ სოსიედადი" "რეალ მადრიდს" უმასპინძლებს. ცნობილი გახდა სამეფო კლუბის განაცხადი, რომელშიც კილიან მბაპე არ მოხვდა. სამშაბათს კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ფრანგი შემტევი შეხვედრისთვის მზად იქნებოდა, თუმცა ესპანური წყაროები წერენ, რომ მბაპეს "საშინელი ღამე" ჰქონდა კბილის ამოღების შემდეგ, მან გამოჯანმრთელება ბოლომდე ვერ მოასწრო.

ძირითადის ფეხბურთელებს, ტიბო კურტუასა და ფედერიკო ვალვერდეს ანჩელოტიმ დასვენების უფლება მისცა, ამიტომ განაცხადში ისინიც არ არიან.

სამეფო თასის ნახევარფინალის მეორე წყვილში პირველი მატჩი უკვე ჩატარდა, "ბარსელონამ" საკუთარ მოოედანზე "ატლეტიკო" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 4:4 დასრულდა.

სხვა სტატიები