Belive

The Athletic-მა მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი დაასახელა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამერიკული გამოცემის, The Athletic-ის ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს აქვს

რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს მოქმედი ჩემპიონი - არგენტინის ნაკრები. სამეულში, ასევე, ბოლო 2 მუნდიალის ფინალისტი, საფრანგეთიც მოხვდა.

Top 10-ეულში 7 ნაკრები ევროპიდანაა, 3 კი - სამხრეთ ამერიკიდან:

  1. ესპანეთი

  2. არგენტინა

  3. საფრანგეთი

  4. ბრაზილია

  5. ნიდერლანდები

  6. ინგლისი

  7. პორტუგალია

  8. გერმანია

  9. კოლუმბია

  10. ხორვატია

The Athletic ჩემპიონატის მთავარ აუტსაიდერად ჰაიტის ნაკრებს ასახელებს. ბოლო ხუთეულში, ჰაიტის გარდა, კაბო ვერდე, უზბეკეთი, ერაყი და კურასაო არიან.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.

სხვა სტატიები