ითამაშებს თუ არა ლეო მესი ისლანდიასთან მატჩში?
23 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მოახლოების წინ გასამართი ამხანაგურ მატჩში ისლანდიის პირისპირ, ლიონელ მესის თამაში დაადასტურა.
"მესი ითამაშებს, უბრალოდ არ ვიცი, რამდენი წუთით. მატჩისწინა ვარჯიშზე კიდევ უნდა დაველაპარაკო და ვნახავთ, რამდენ დროს გაატარებს მოედანზე, რათა თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი რისკი. ამას გადავწყვეტთ, მაგრამ პრინციპში ის ითამაშებს", - ამბობს ლიონელ სკალონი.
არგენტინის ნაკრები ისლანდიას 10 ივნისს უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 05:00 საათზე უნდა დაიწყოს.
ჰონდურასთან მოგებულ მატჩში (2:0) მესიმ ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. 8 ოქროს ბურთის მფლობელმა ტრავმა ინტერ მაიამის შემადგენლობაში თამაშის დროს მიიღო.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ალჟირის, ავსტრიისა და იორდანიის ნაკრებებს უნდა შეხვდეს.