საულ ნიგესი: "ფლამენგო უფრო დიდი კლუბია, ვიდრე რეალი"
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ფლამენგოს 31 წლის ნახევარმცველმა - საულ ნიგესმა, უცნაური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ფლამენგო უფრო დიდი კლუბია საგულშემატკივროდ, ვიდრე მადრიდის რეალი.
ეს ყველაფერი კი იმით ახსნა, რომ ფლამენგოს სტადიონი მუდმივად სავსეა და გულშემატკივრები ერთი წამით მოდუნების საშუალებას არ აძლევენ ფეხბურთელებს, 'ბერნაბეუზე' კი მსგავს რამეს ვერ შეხვდებით.
"ჩემთვის, ფლამენგო რეალ მადრიდზე დიდი გუნდია. რეალ მადრიდს არც ერთი გულშემატკივარი არ ჰყავს ისეთი, როგორც ფლამენგოს.
მადრიდი ცნობილია იმით რა ტიტულებიც მოიგო და სწორედ ამიტომ არის ცნობილი მთელ მსოფლიოში, ვიდრე ფლამენგო, თუმცა შემდეგ, მიდიხარ მადრიდის სტადიონზე და ვერაფერს გრძნობ. მიდიხარ მარაკანაზე და ის ყოველთვის სავსეა გულშემატკივრებით და რაღაცა საოცრებას გრძნობ..." - საულ ნიგესი
ეს ყველაფერი დიდი ალბათობით იმ ყველაფრით არის გამოწვეული, რომ საულ ნიგესი მადრიდის ატლეტიკოს აღზრდილია და როგორც მოგეხსენებათ, მადრიდში ეს ორი მხარე ერთმანეთის კარგს არ აღიარებს, მეტიც - მათ ერთმანეთი სძულთ.
საულ ნიგესი მადრიდის ატლეტიკოში მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა, სადაც 427 მატჩი ჩაატარა და 48 გოლის გატანა შეძლო. მან მადრიდულ კლუბთან ერთად: ორი ევროპა ლიგა, ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი და უეფას სუპერ თასი მოიგო.
იგი ამჟამად ფლამენგოს ღირსებას იცავს და 23 თამაში ჩაატარა, სადაც ბრაზილიის ჩემპიონი გახდა, ასევე ბრაზილიის თასის გამარჯვებული და კოპა ლიბერტადორესის თასი მოიგო.