Belive

დანიელ რიოლო: "რონალდუ პორტუგალიის ჭირია - მას თავი ისევ 25 წლის და მაგარი ჰქონია"

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველივე ტურში , K ჯგუფში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, პორტუგალიის ნაკრებმა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ბარიერი ვერ მოუგო. მატჩი მოულოდნელი შედეგით, 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კონგოელთათვის ეს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გატანილი პირველი გოლი იყო.

შეხვედრა განსაკუთრებით წარუმატებელი გამოდგა პორტუგალიელთა კაპიტნისთვის, რომელიც მეექვსე მუნდიალს ატარებს. კრიშტიანუ რონალდუმ მოედანზე ძალიან სუსტი მატჩი ჩაატარა - შეხვედრის განმავლობაში მას მეტოქის კარის ჩარჩოში ერთხელაც კი არ დაურტყამს.

კრიშტიანუს ამ ჩავარდნას მწვავედ გამოეხმაურა ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი - დანიელ რიოლო. საფეხბურთო წრეებში რიოლო ცნობილია თავისი უკომპრომისო, ხშირად სკანდალური და რადიკალური განცხადებებით. ის არის საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული გადაცემის, 'After Foot'-ის (RMC Sport-ზე) წამყვანი ფიგურა, რომლის კრიტიკასაც ძირითადად ვერცერთი ვარსკვლავი ვერ უძვრება.

„კრიშტიანუ რონალდუ საკუთარი გუნდისთვის ნამდვილი ჭირია... პორტუგალიელებმა მოედანზე 10 კაცითა და წინ დაყენებული ბოძით ითამაშეს.

მესიმ იცის, რომ კარიერის მიწურულს იმყოფება... რონალდუ კი საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. მას ჰგონია, რომ ჯერ კიდევ 25 წლისაა და კვლავ ტოპ-კლუბში თამაშობს." - დანიელ რიოლო

კონგოსთან მატჩის შემდეგ, პორტუგალიურ და საერთაშორისო მედიაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენად პროდუქტიულია რონალდუს ძირითად შემადგენლობაში ყოფნა ნაკრებისთვის, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ამბიცია აქვს. ფაქტია, რიოლოს მსგავსი რადიკალური კრიტიკა ტურნირის პერიოდში კიდევ უფრო მოიმატებს, თუ კრიშტიანუ თამაშის ხარისხს მკვეთრად არ გააუმჯობესებს.

ამ ფრით პორტუგალიამ ჯგუფური ეტაპის სტარტზევე აუტკივარი თავი ატიკივა, ხოლო რონალდუს მისამართით კრიტიკა კიდევ უფრო გაიზარდა. მომდევნო ტურებში ფავორიტს რეაბილიტაციისთვის მაქსიმუმის გაღება მოუწევს, სადაც პორტუგალიის ნაკრები უზბეკეთს დაუპირისპირდება

სხვა სტატიები