Belive

"რეალიდან ჩემი წასვლის თარიღი არ გადამიწყვეტია" - კარლო ანჩელოტი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში მადრიდის "რეალი" "ზალცბურგს" დაუპირისპირდება, მატჩი 23 იანვარს, 00:00 საათზე გაიმართება.

კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავის მომავალზე ისაუბრა:

ვგრძნობ, რომ მადრიდი ყველანაირად მიყვარს, როგორც გულშემატკივარი, ასევე კლუბი და მედიაც, ეს ცოტა გადაჭარბებულია. ხანდახან ჩემს შესახებ რაღაც საუბრებიც მიდის ხოლმე, მაგრამ არ მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილო და ვიყო ობიექტური, მინდა, მხოლოდ მე დამიჯეროთ.

- კარლო ანჩელოტი - "რეალ მადრიდის" მთავარი მწვრთნელი

სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებაზე:

"რეალიდან" ჩემი წასვლის თარიღი არ გადამიწყვეტია. ეს დღე დადგება, მაგრამ არ ვიცი როდის. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ეს შეიძლება ხვალ იყოს თამაშის შემდეგ, ან 1-5 წლის შემდეგ. მე ჯერჯერობით მაქვს მიზანი და ეს მიზანი აქ ყოფნაა. - კარლო ანჩელოტი - "რეალ მადრიდის" მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები