რონალდუ: "რეალში რომ ვიყო, მბაპეს ფორვარდად თამაშს ვასწავლიდი"
4 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპე ფორმაში შევიდა და იმ შეუდარებელი ნიჭის ჩვენება დაიწყო, რასაც მისგან ელოდნენ. ცოტათი დამთრგუნველი ოქტომბრისა და ნოემბრის შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელი არაჩვეულებრივად გამოიყურება და ამას ძირითადად მარცხენა ფლანგიდან თამაშისას ახერხებს. კრიშტიანუ რონალდუმ მბაპეს პოზიციების ცვლილებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კილიანს ჯერ 9 ნომრის პოზიციაზე თამაში უჭირს.
მბაპე ძალიან მიყვარს და ეს არ არის მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვობაში მისი კერპი ვიყავი. ვიცი, რომ ის ნამდვილი ვარსკვლავია და "რეალისთვის" დიდი სიხარულის მოტანა შეუძლია.
მბაპეს საქმეს ურთულუბს ის, რომ მან უბრალოდ არ იცის როგორ ითამაშოს ფორვარდად. 9 ნომერი მისი ძირითადი პოზიცია არასდროს ყოფილა. ახლა მადრიდში რომ ვიყო, აუცილებლად ვასწავლიდი როგორ შეუძლია ფორვარდად თამაში გააუმჯობესოს, ხალხს ავიწყდება, რომ მეც ვინგერად თამაში დავიწყე და ყველაფერი შემდეგ ავითვისე.
მის ადგილას რომ ვიყო, მეტ-ნაკლებად ისე დავიწყებდი თამაშს, როგორც ეს მე გავაკეთე. - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ
ყველაფრის მიუხედავად, მბაპეს ლა ლიგაში მშვენიერი სტატისტიკა აქვს. კილიანმა 20 ჩატარებულ შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.