ესპანეთის ლა ლიგის მსაჯები გაფიცვას აპირებენ - რეალი მათი მუშაობით უკმაყოფილოა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის მსაჯები გაფიცვას აპირებენ, ამის შესახებ ინფორმაციას The Sun აქვეყნებს. აღნიშნული ფაქტის მიზეზი არის ის, რომ მადრიდის "რეალი" "ესპანიოლთან" წაგებული მატჩის შემდეგ არბიტრების მუშაობით უკმაყოფილოა და კრიტიკა მათ თავიანთ ოფიციალურ წერილშიც გამოაცხადეს.
მადრიდის "რეალის" დირექტორთა საბჭო დათანხმდა, რომ ფეხბურთის ფედერაციას უმაღლეს სპორტულ საბჭოსთან ერთად გაეგზავნოს ოფიციალური საჩივარი, აღნიშნულის მიზეზი კი მსაჯთა ქცევაა, რომელიც შაბათს, 1-ელ თებერვალს "ესპანიოლთან" გამართულ მატჩზე მოხდა. - "რეალ მადრიდის" ოფიციალური წერილი
The Sun-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კი ნათქვამია, რომ მსაჯებს ბრალდებებს არასამართლიანად უყენებენ და ისინი გაფიცვას გეგმავენ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია (RFEF) მხარს უჭერს თავის ქვეყანაში მომუშავე პირებს, რომლებიც მატჩებს უძღვებიან.
მათ ამაზე წერილიც კი გამოაქვეყნეს:
მსაჯების ამოცანა, თავისი ბუნებით, ექვემდებარება განხილვას და ანალიზს, მაგრამ არ შეიძლება იყოს განზოგადებული ბრალდებები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებს მათ მთლიანობას, რადგან ეს არა მხოლოდ გავლენას ახდენს თავად მსაჯებზე, არამედ მთლიანად ძირს უთხრის ფეხბურთის სანდოობას.
მნიშვნელოვანია მსაჯების ამ ტიპის სისტემატური დაკითხვის შედეგებზე დაფიქრება. მსაჯების მუშაობის მუდმივი დელეგიტიმაცია დადგენილი არხების მიღმა წარმოშობს უნდობლობის ატმოსფეროს, რომელსაც არც ესპანური ფეხბურთისთვის და არც მის შეჯიბრებებსისთვის სარგებელი არ მოაქვს. - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია
LaLiga chaos as referees willing to go on STRIKE after Real Madrid statementhttps://t.co/CO2FCx4kAn
— The Sun Football ⚽ (@TheSunFootball) February 4, 2025