Belive

ანჩელოტის წასვლაზე უფრო და უფრო მეტი იწერება, ინფორმაციას Athletic აქვეყნებს

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალში" ახალი მწვრთნელის, კერძოდ კი ხაბი ალონსოს დანიშვნასთან დაკავშირებით უფრო და უფრო მეტი იწერება, "სამეფო კლუბი" შესაძლოა ამ ზაფხულშივე ჩაიბაროს ესპანელმა სპეციალისტმა.

Athletic-ის ცნობით თუ კარლო ანჩელოტი ესპანეთის ლა ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მისი კლუბში დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მაგრამ თუ ის ერთ-ერთს მაინც მოიგებს დიდი ალბათობით მინიმუმ კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2026 წლამდე დარჩება.

ხაბი ალონსო ამჟამად "ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელია, ის გერმანულ გუნდში 2022 წლიდან მუშაობს, მას შემდეგ კი გერმანიის ბუნდესლიგა, თასი და სუპერთასი მოიგო, ასევე ითამაშა ევროპა ლიგის ფინალში, სადაც ბერგამოს "ატალანტასთან" დამარცხდა. "ლევერკუზენი" ბუნდესლიგის ცხრილში 53 ქულით მე-2 პოზიციაზეა.

კარლო ანჩელოტის რაც შეეხება, როდესაც ის "რეალში" მეორედ დაბრუნდა (2021 წელს) მას შემდეგ 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა, ერთხელ ესპანეთის თასი მოიგო, თითო-თითოჯერ დაეუფლა FIFA-ს მსოფლიო და ინტერკონტინენტალის თასს, ასევე 2-ჯერ უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა და 2-ჯერ მოიგო ესპანეთის სუპერთასი.

"რეალ მადრიდი" ლა ლიგაში 54 ქულით მესამე პოზიციაზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი "ატლეტიკოს" შეხვდა და პირველ მატჩში მეტოქე 2:1 დაამარცხა.

სხვა სტატიები