რასინგმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა - რა შეფასება დაიმსახურა გულიაშვილმა?
ლა ლიგა 2-ის 39-ე ტურში ლეგანესმა რასინგს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და რასინგი 4 ქულით ლიდერობს. გიორგი გულიაშვილის გუნდი მთავარ ლიგაში დაწინაურების უპირველესი კანდიდატია.
ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და კიდევ ერთი საგოლე მოქმედება მიითვალა. სწორედ გულიაშვილმა გაატანინა გეიეს 26-ე წუთზე და ანგარიში გაიხსნა. რასინგმა მეორე გოლი შეხვედრის მიწურულს, პენალტიდან გაიტანა - გულიაშვილი მოედანზე უკვე აღარ იყო. ერთადერთი გოლი მასპინძლებმა 99-ე წუთზე გაიტანეს.
ქართველმა 6.7-დან 6.9-მდე შეფასება დაიმსახურა (SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მიხედვით).
გიორგი გულიაშვილს, რასინგში გადასვლის შემდეგ, 6 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული.
⏹️ ¡¡FINAAAAAAAAAAL!!
— Real Racing Club (@realracingclub) May 10, 2026
Leganés 1-2 Racing
(🎯 Maguette y Villalibre)#LeganésRacing pic.twitter.com/BVolq5VABa