Belive

"რაფაელ ლეაოს რეაქცია ნორმალურია, მან დაიცვა თანაგუნდელი" - რობერტო მარტინესი

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამხანაგურ შეხვედრაში პორტუგალიის ეროვნულ ნაკრები ჩილეს დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა, შეხვედრის 45+2-ე წუთზე რაფაელ ლეაო არასპორტული ქმედების გამო მოედნიდან გააძევეს, მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნულ მომენტზე კომენტარი გააკეთა.

რაფაელ ლეაოს რეაქცია ნორმალურია, მან დაიცვა თანაგუნდელი და გუნდური სული გამოავლინა. მას დადებითი რეაქცია ჰქონდა თანაგუნდელის დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ პროვოკაციაში არ უნდა ჩავერთოთ, მაგრამ ეს კარგი მომენტი იყო, რადგან სამხრეთამერიკული ნაკრებებისგან არაერთი ასეთი მომენტი გვაქვს ნანახი.

ყველა წითელ ბარათს აქვს შედეგები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მსაჯი კარგად დაინახავს მომხდარს. მე დავინახე და ყველაფერი კარგად გავაანალიზე და ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ძალადობრივი ქმედება, რადგან მისი ხელები სხვებზე მაღლა არ იყო. იმედი მაქვს, რომ შედარებით მსუბუქად შეაფასებენ აღნიშნულ ეპიზოდს. - რობერტო მარტინესი - პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

შემთხვევა რაღათქმაუნდა ამხანაგურ შეხვედრაში მოხდა და თითქოს არანაირ საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ეპიზოდი იმდენად ძალადობრივს გავდა, რომ მსოფლიო მედია აქტიურად საუბრობს იმის თაობაზე, რომ ლეაომ შესაძლოა პორტუგალიის ნაკრების გახსნითი მატჩი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კონგოს დემოკრატიურლი რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოტოვოს. ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია, მაგრამ ამის ვარაუდი არსებობს.

რაფაელ ლეაოს სრული ეპიზოდი:

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე K ჯგუფშია და კოლუმბიას, უზბეკეთს და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპირისპირდება.

მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები