Belive

2026 წლის მუნდიალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები

2 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კარსაა მომდგარი და ყურადღების ცენტრში მხოლოდ ფეხბურთელები არ არიან. არანაკლები ბრძოლა და ინტრიგაა სამწვრთნელო ბანაკებშიც, სადაც პლანეტის საუკეთესო ტაქტიკოსები შეერკინებიან ერთმანეთს. საინტერესოა, რამდენს გამოიმუშავებენ ის სპეციალისტები, რომელთა მხრებზეც მილიონობით ქომაგის იმედია?

გთავაზობთ მიმდინარე მუნდიალის 12 ყველაზე მაღალანაზღაურებად მთავარ მწვრთნელს.

რეიტინგის სათავეში მყარად დგას ბრაზილიის ნაკრების იტალიელი მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი, რომელიც წელიწადში 10 მილიონ ევროს იღებს. „პაპა კარლოს“ მდიდარი გამოცდილება და ავტორიტეტი ძვირად ფასობს, რაც მის კონტრაქტშიც აისახა.

მას მცირე დაშორებით კუდში მიჰყვება გერმანიის ნაკრების თავკაცი - იულიან ნაგელსმანი (7 მლნ ევრო), ხოლო სამეულს აშშ-ის ნაკრების თავკაცი - მაურისიო პოჩეტინო ხურავს, რომლის ყოველწლიური ანაზღაურებაც 6 მილიონ ევროს შეადგენს.

სოლიდური კონტრაქტით ხვდება მუნდიალს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელიც, რომლის ყოველწლიური შემოსავალი 5.8 მილიონია. საინტერესოა, რომ ათეულში თანაბარი პოზიციები აქვთ რობერტო მარტინესსა და ფაბიო კანავაროს - ორივე მათგანი წლიურად 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

საკმაოდ მოულოდნელია საფრანგეთის ნაკრების ლეგენდის, დიდიე დეშამის პოზიცია. მიუხედავად უზარმაზარი მიღწევებისა, ის 3.8 მილიონით მე-7 ადგილზეა.

მუნდიალის 12 ყველაზე მდიდარი მწვრთნელი

#

მწვრთნელი

წლიური ხელფასი

1

კარლო ანჩელოტი

€10 მილიონი

2

იულიან ნაგელსმანი

€7 მილიონი

3

მაურისიო პოჩეტინო

€6 მილიონი

4

ტომას ტუხელი

€5.8 მილიონი

5

რობერტო მარტინესი

€4 მილიონი

6

ფაბიო კანავარო

€4 მილიონი

7

დიდიე დეშამი

€3.8 მილიონი

8

რონალდ კუმანი

€3 მილიონი

9

მარსელო ბიელსა

€3 მილიონი

10

ჯესი მარჩი

€2.5 მილიონი

11

ხავიერ აგირე

€2.5 მილიონი

12

გუსტავო ალფარო

€2.5 მილიონი

რეიტინგის ქვედა ნაწილში ვხედავთ ისეთ გამოცდილ მწვრთნელებს, როგორებიც რონალდ კუმანი და მარსელო ბიელსა არიან. ორივე მათგანი ეროვნულ ნაკრებში 3 მილიონ ევროს იღებს.

ხოლო სიას 2.5-მილიონიანი კონტრაქტებით ასრულებენ ჯესი მარჩი, ხავიერ აგირე და გუსტავო ალფარო. ფაქტი ერთია: თანამედროვე ფეხბურთში სანაკრებო დონეზეც კი გიგანტური თანხები ტრიალებს და ეს მწვრთნელები მოედანზე თითოეულ ცენტს თავისი ტაქტიკური გადაწყვეტილებებით გაამართლებენ. ვნახოთ, რომელი მათგანის ინვესტიცია აღმოჩნდება ყველაზე გამართლებული და ვინ აღმართავს მსოფლიო თასს.

სხვა სტატიები