რა შეფასება დაიმსახურა ბუდუ ზივზივაძემ ვერდერთან მატჩში?
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში ,,ვერდერმა'' ,,ჰაიდენჰაიმს'' უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.
სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ბუდუ ზივზივაძემ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.
ქართველმა ფეხბურთელმა Whoscored-სგან საკუთარი გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი, 7.5-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
ბუდუმ, რომელიც ბურთს სულ 36-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 18-დან 9 სწორი გადაცემა გააკეთა (50%) და 21-დან 9 დუელი მოიგო.
7.2 ქულით შეაფასა 30 წლის შემტევის თამაში Sofascore-მა, 7.1-ით კი - Flashscore-მა.
17 ტურის შემდეგ, ,,ჰაიდენჰაიმს'' 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციაზეა. ზივზივაძის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 18 იანვარს, ,,ზანკტ პაულის'' წინააღმდეგ გამართავს.