ჰაიდენჰაიმი დორტმუნდთან დამარცხდა | ბუდუ ზივზივაძის შეფასება
გერმანიის ბუნდესლიგა 1-ის მე-20 ტურის შეხვედრაში "ჰაიდენჰაიმი" დორტმუნდის "ბორუსია"-სთან 1:2 დამარცხდა.
ბუდუ ზივზივაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 6.7 შეფასება დაუწერა, ბუდუმ კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, ბურთს 29-ჯერ შეეხო, 14 გადაცემიდან 10 ზუსტად შეასრულა, 12 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გამარჯვებული დარჩა.
⏰ 90+4. Min.: Trotz starker 2. Halbzeit reicht es nicht für einen Punkt gegen den BVB.
— 1. FC Heidenheim 1846 e. V. (@FCH1846) February 1, 2025
⚽️ #NurDerFCH #FCHBVB 1:2 | @mhp_de pic.twitter.com/h2ZZnFmewO
"ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგის ცხრილში 14 ქულით მე-16 ადგილზეა (4 მოგება, 2 ფრე, 14 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 8 თებერვალს, 18:30 საათზე, "ფრაიბურგის" წინააღმდეგ გამართავს.
ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზე "ჰაიდენჰაიმში" გადასვლის შემდეგ 2 საგოლე გადაცემაა.