Belive

პეპ გვარდიოლა: "არსენალს ვულოცავ - ჩემს მომავალზე არაფერს ვიტყვი"

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტის ბურნმუთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ (1:1), არსენალი ერთი ტურით ადრე გააჩემპიონა. მატჩის შემდეგ, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და რა თქმა უნდა, საუბრის უმთავრესი თემა ესპანელი სპეციალისტის მომავალს შეეხებოდა.

მთელი მანჩესტერ სიტისა და ჩემი გუნდის სახელით, ვულოცავ არსენალს, მიკელ არტეტას, რომელიც განსაკუთრებული ადამიანია და მის ტექნიკურ შტაბს, მენეჯმენტს, ყველა მოთამაშეს და გულშემატკივრებს - ისინი ამას იმსახურებენ.

მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაქვს - რას ვაპირებ, აქ ნამდვილად არ გეტყვით, რადგან ჩემს ფეხბურთელებს და ჩემს პერსონალს უნდა ვესაუბრო. ჯერ გუნდს სეზონი უნდა დავასრულებინო და მხოლოდ ამის შემდეგ გაგაცნობთ გადაწყვეტილების შესახებ. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

მანჩესტერ სიტის, სეზონის ბოლომდე, მხოლოდ ერთი თამაშის ჩატარება დარჩა. პეპ გვარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ასტონ ვილას მიიღებს. ინგლისური პრესა აქტიურად წერს, რომ სიტიში გვარდიოლას ეპოქა დასრულდა და მას ენცო მარესკა ჩაანაცვლებს.

სხვა სტატიები